
გოგონათა საერთაშორისო დღე!
დღეს, ქუთაისის №33-ე საჯარო სკოლაში გოგონათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრას, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მაია ცქიტიშვილთან ერთად დაესწრო მარეხი ნიჟარაძე. შეხვედრაზე წარმატების ფორმულაზე ,პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და კარიერული წინსვლის გზებზე ისაუბრეს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ქალებს, მოისმინონ მათი გამოცდილება, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ მოტივაცია საკუთარი მიზნების მისაღწევად. დისკუსია თემაზე — „ქალთა ადგილი დღეს“ — კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ქალების როლზე საზოგადოებაში, თანასწორი შესაძლებლობების მნიშვნელობასა და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გოგონების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების განვითარება და საკუთარი თავის რწმენის გაძლიერება. თითოეულ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს განათლება, თამამად დაისახოს მიზნები და საკუთარი ცოდნით, შრომითა და მონდომებით შექმნას წარმატებული მომავალი.


