
PET DAY
21 ოქტომბერს ქუთაისის 33 საჯარო სკოლაში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. სკოლის ეზოში მოსწავლეები და მშობლები თავიანთ ერთგულ მეგობრებთან ერთად გამოცხადდნენ. ღია ცის ქვეშ ამაყად დააბიჯებდნენ გამოპრანჭული ცუგოები, გაფუმფულებული ფისოები.ზაზუნები და თუთიყუშები კი აქაც გალიებიდან იწონებდნენ თავს. თუმცა მხოლოს მათი სტუმრობით არ შემოიფარგლებოდა ეს დღე. ერთ სივრცეში მოსწავლეები ხატვდენენ ოთხფეხა მეგობრების პორტრეტებს, მეორეგან მოსწავლეები წერდნენ თხზულებებს "ჩემი ერთი დღე ოთხ თათზე".ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული ნომინაციები.ბავშვებმაც და დიდებმაც ავღნიშნეთ რომ ცხოველების მოვლა,მათი სიყვარული ჩვენი ადამიანური მოვალეობაა.


