18Nov, 2026

ლიტერატურული შეხვედრა.
გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სსიპ ქუთაისის №33 საჯარო სკოლის VIII ა კლასის მოსწავლეებმა გამართეს ლიტერატურული შეხვედრა, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობას, მისი პოეტური მემკვიდრეობის წარმოჩენასა და ქართული ლიტერატურის წინაშე მისი განსაკუთრებული ღვაწლის წარმოჩენას მიეძღვნა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავება, პოეტის შემოქმედების უკეთ გაცნობა და მისი უკვდავი პოეზიისადმი პატივისცემის გამოხატვა.


