School page background

ბლოგი

სკოლის ბლოგი

15Aug, 2026
პროფესიული უნარების საზაფხულო სკოლა

პროფესიული უნარების საზაფხულო სკოლა

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო" „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლების ინტეგრირებული პროფესიული კლასების სტუდენტებისთვის გაახორციელა „პროფესიული უნარების საზაფხულო სკოლა" ქალქ გორში, სასტუმრო "გორი ინნის" ბაზაზე.

სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლია პროფესიული ინტეგრირებული "გრაფიკული დიზაინი"-ს პროგრამის მეორე კურსის ორი სტუდენტი: საბა ჩხობაძე და გიორგი გორდეზიანი მივლინებული იყვნენ აღნიშნულ სკოლაში 10 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით.

საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა არაფორმალური განათლების ფორმატში ახალგაზრდების ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების გაძლიერებას, უნარ-ჩვევების განვითარებას და პროფესიული მიმართულებით თანამედროვე ტენდენციებისა და ინოვაციური მიდგომების გაცნობას. საზაფხულო სკოლის პროგრამაში ინტეგრირებული იყო როგორც საგანმანათლებლო, ასევე დღის მეორე ნახევრის აქტივობები (შემეცნებით - გასართობი ღონისძიებები, ექსკურსია).