2026-27 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა
საქართველოს კანონი ”ზოგადი განათლების შესახებ” განმარტავს, რომ სასკოლო სასწავლო გეგმა არის – „სასწავლო გეგმა, რომელიც კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ დატვირთვას აუცილებელი და მაქსიმალური დატვირთვის ფარგლებში; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს;“
ამავე კანონით, თითოეული სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით ვალდებულია შეიმუშავოს საკუთარი, სასკოლო სასწავლო გეგმა. სასკოლო სასწავლო გეგმას შეიმუშავებს (შესაძლებელია კათედრების მუშაობის საფუძველზე) პედაგოგიური საბჭო დირექტორის მონაწილეობით. პედაგოგიური საბჭო ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა განახლდეს ყოველწლიურად.
2026-27 წლეების სასკოლო სასწავლო გეგმის აუცილებელ ნაწილებს შეადგენს:
² სასკოლო საათობრივი ბადე;
² ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
² სახელმძღვანელოების ჩამონათვალი;
² ინკლუზიური განათლება;
² შეფასების პრინციპები (საგნების და კლასების მიხედვით შეფასების კომპონენტები, აუცილებელი მინიმუმი, რომელიც მოსწავლემ უნდა დაძლიოს კლასიდან კლასში გადასაყვანად, შიდა სასკოლო ტესტირებები თუ სხვ.);
² სადამრიგებლო პროგრამა.

