School page background

ბლოგი

სკოლის ბლოგი

28Sep, 2026
საუკეთესო მოსწავლეთა თვითმმართველობა

საუკეთესო მოსწავლეთა თვითმმართველობა

🤝 ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანა ბუხრაშვილი, ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ელეონორა გოგოლაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ლანა სვანიძე. 🏫 პროექტი ქუთაისის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს საინიციატივო ჯგუფმა ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის მერიის თანადგომით განახორციელა. პროექტში ქუთაისის 45-მდე საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

📚 პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგები ლიდერობასა და გუნდის მშენებლობაში, იდეალური თვითმმართველობის მოდელის შექმნასა და პროექტების წერაში.

💡 მეორე, პრაქტიკულ ეტაპზე მონაწილეებმა თავიანთ სკოლებში მცირე გუნდები ჩამოაყალიბეს და რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა მოხალისეობრივი პროექტი განახორციელეს: ჩაატარეს შეხვედრები და ტრენინგები, თანატოლებს აუმაღლეს ცნობიერება ისეთ თემებზე, როგორიცაა მოხალისეობა, გუნდის მშენებლობა, STEM და AI მიმართულებები, პროექტის წერა და მართვა. ასევე იმუშავეს ეკოლოგიის საკითხებზე, გადაჭრეს ნარჩენების შეგროვების პროცესში არსებული გამოწვევები და შექმნეს პეტიციები, რომლებიც მათ თემში არსებულ პრობლემებს პასუხობს. 🚀 80-მდე პროექტმა და ინიციატივამ ჯამში 2 700-ზე მეტი ახალგაზრდა მოიცვა ქუთაისის მასშტაბით! 🏆 დახურვის ღონისძიებაზე გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა:

🥇 ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლა

🥇 ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლა

🥇 ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა

🥇 ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა

🥇 ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი

🌟 აღნიშნულ სკოლებს მიენიჭათ ტიტული „ქუთაისის საუკეთესო მოსწავლეთა თვითმმართველობა“, ხოლო თითოეულ მონაწილეს გადაეცა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

📌 პროექტი განხორციელდა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ ფარგლებში

825266479_1099564009593062_12253407246023644_n.jpg 829687660_1099560869593376_4326652798444979049_n.jpg