School page background

ბლოგი

სკოლის ბლოგი

31Jul, 2026
 დაწყებითი საფეხურის რობოტიკის ბანაკი

დაწყებითი საფეხურის რობოტიკის ბანაკი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკს ეწვია და მონაწილეებს შეხვდა. ლევან ღირსიაშვილმა საუბრისას STEAM განათლების განვითარების მხარდაჭერას და ამ მიმართულებით მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკის ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ბანაკში მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გვანცა ვარამაშვილი. ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 407 საჯარო სკოლიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა. შერჩევის შედეგად გამოვლენილი პედაგოგები საკუთარ სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის რობოტიკის კლუბებს დააფუძნებენ. მასწავლებელთა ბანაკი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომლის მიზანია სკოლებში STEAM და რობოტიკის განათლების განვითარების ხელშეწყობა, მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება და მოსწავლეებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. FB_IMG_1783488153395.jpg 740366051_1349588136611924_7227511655668822543_n.jpeg 741619994_1699149324684636_6661898354642951810_n.jpeg 741569563_1206929278224642_4333161845818981231_n.jpeg 739995876_1540342241481947_1630695084076497966_n.jpeg 746067905_3012030722325934_8622249307497885891_n.jpg 745661604_3012030682325938_5868243865478541406_n.jpg