School page background

ბლოგი

სკოლის ბლოგი

05Oct, 2026
წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება

წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მასწავლებელები ბაბალე სახელაშვილი და თამარ ლაბაძე დააჯილდოვა, როგორც 2026 წლის წარმატებული მასწავლებლები. ზვიად გაბისონიამ პედაგოგებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მასწავლებლის პროფესიის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა პედაგოგების თავდადებულ შრომას ქვეყნის მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში. ეს დღე ჩვენი სკოლისათვის განსაკუთრებული სიამაყისა და სიხარულის მომტანი აღმოჩნდა!!! ათი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ მათ დამსახურებულ აღიარებას!!! 836459504_3209166922620353_3829193519146914465_n.jpg 835358614_3209166939287018_8615363775823755526_n.jpg 825267425_1842517536930059_6930940063321162578_n.jpg