School page background

ბლოგი

სკოლის ბლოგი

16Oct, 2026
თვითმართველობის არჩევნები სკოლაში

თვითმართველობის არჩევნები სკოლაში

სსიპ.ქ.ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში 8 ოქტომბერს ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.

Მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყოველწლიურად ტარდება მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის და სასკოლო ცხოვრებაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერების მიზნით.

არჩევნები წარიმართა ორგანიზებულ და სამართლიან გარემოში. მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი არჩევანი და მონაწილეობა მიიღეს თვითმმართველობის წევრების შერჩევის პროცესში. კენჭისყრის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული კანდიდატები, რომლებიც სულ მალე შეუდგებიან თავიანთი მოვალეობების შესრულებას.

ახლად არჩეული თვითმმართველობის წევრები იმუშავებენ მოსწავლეთა ინტერესების წარმოსაჩენად, სასკოლო ინიციატივების განსახორციელებლად და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი აქტივობის დასაგეგმად.

ვულოცავთ არჩეულ კანდიდატებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ საქმიანობას, ახალ იდეებსა და მნიშვნელოვან მიღწევებს სკოლის სასიკეთოდ!

96b5d0e7-0cdb-475f-902e-595ff85fc8f7.jpg a5814283-121a-4086-a5a2-3e4ac6da5e37.jpg e8456c1a-e1e2-467a-b322-4e4be936f184.jpg bd4a9871-685c-49b0-b0fd-598698b75363.jpg b3d80a54-319b-4c93-bc9a-6f4081edf1f3.jpg 903dd6a6-e744-4880-b928-5278e913d4a8.jpg